Posts

ბითლზი

Image
  The Beatles   —   1960   წელს ჩამოყალიბებული   პოპ   და   როკ-ენ-როლ   ჯგუფი   ინგლისის   ქალაქ   ლივერპულიდან . დღემდე იგი მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ჯგუფად ითვლება.   [3]   ოთხეულში   1962   წლიდან შედიოდნენ:   ჯონ ლენონი   ( რიტმული გიტარა ,   ვოკალი ),   პოლ მაკ-კარტნი   ( ბას-გიტარა , ვოკალი),   ჯორჯ ჰარისონი   (წამყვანი გიტარა, ვოკალი) და   რინგო სტარი   ( დასარტყმელი საკრავები , ვოკალი). დაიწყო რა   სკიფლით ,   ბიტით   და 1950-იანი წლების   როკ-ენ-როლით , ჯგუფმა საკუთარი მუსიკა მოგვიანებით აქცია ექსპერიმენტებად პოპულარული ჟანრის ბალადებთან   ფსიქოდელიურ   და   მძიმე როკამდე , რასაც ნოვატორული სახით ერწყმოდა ხოლმე   კლასიკური მუსიკა . The Beatles   სოციალური და კულტურული რევოლუციების   საფუძვლად იქცა. 1960-იანი წლების დასაწყისში მუსიკოსებმა დიდ წარმატებას მიაღწიეს  ლივერპულისა  და...

მუსიკის შესახებ

Image
  მუსიკა    —   ხელოვნების   სახე, რომელიც სინამდვილეს ასახავს მუსიკალური მხატვრული ფორმებით და აქტიურად ზემოქმედებს ადამიანის ფსიქიკაზე. მუსიკას შეუძლია კონკრეტულად და დამაჯერებლად გადმოსცეს ადამიანთა ემოციური მდგომარეობა. იგი გამოხატავს გრძნობებთან დაკავშირებულ განზოგადოებულ იდეებს. მუსიკალური სახეების ხორცშესხმის საშუალებაა განსაზღვრული წესით ორგანიზებული მუსიკალური ბგერები. მუსიკის ძირითადი ელემენტები და გამოხატვის საშუალებებია:  რიტმი ,  მეტრი , ტემპი,  დინამიკა ,  ტემბრი ,  კილო ,  მელოდია ,  ჰარმონია ,  ფაქტურა . მუსიკა შესაძლოა იყოს ერთხმიენი და მრავალხმიანი. მუსიკა ფიქსირდება  სანოტო ჩაწერით  და ხორციელდება  შესრულების  პროცესში. შესრულების საშუალებების შესაბამისად მუსიკას ყოფენ: ვოკალურ, ინსტრუმენტულ და ვოკალურ–ინსტრუმენტულ სახეებად. მუსიკა ხშირად თანმხლებია ხელოვნების სხვა დარგებისა:  ქორეოგრაფია ,  თეატრალური ხელოვნება ,  კინო . მუსიკა შესაძლოა იყოს ეპიკური, ლირიკული, ტრ...